უკრაინის კრიზისი

მერკელი პუტინს ესაუბრა

German Chancellor Merkel gestures during a election campaign in the western town of Soest
Ina Fassbender / REUTERS

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ტელეფონით ესაუბრა. დოიჩე ველეს ცნობით, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ყირიმში რეფერენდუმის დანიშვნა არალეგიტიმურია. მერკელმა ასევე წუხილი გამოთქვა იმის გამო, რომ ვერ გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები კრიზისის მოგვარების მიზნით საერთაშიროსო საკონტაქტო ჯგუფის შესაქმნელად. კანცლერმა ამ მიმართულებით სასწრაფო შედეგების მიღწევის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

თავის მხრივ, კრემლის პრესსამსახური იუწყება, რომ ვლადიმირ პუტინმა მერკელთან საუბრისას „ყირიმის ხელისუფლების" ნაბიჯებს ლაგიტიმური და რეგიონის მოსახლეობის კანონიერი ინტერესების დასაცავად მიმართული უწოდა.

კომენტარები