საპროტესტო აქცია

კანცელარიასთან ID ბარათების მოწინააღმდეგეებმა აქცია გამართეს

მთავრობის კანცელარიასთან 9 მარტს საპროტესტო აქცია გაიმართა - შეკრებილმა მოქალაქეებმა ელექტრონული ID ბარათების შემოღება კიდევ ერთხელ გააპროტესტეს.

აქციის მონაწილეებმა იუსტიციის მინისტრს და პრემიერს ალტერნატიული პირადობის მოწმობების შემოღების თხოვნით მიმართეს. აქციის ორგანიზატორების თქმით, „ჩიპიანი ბარათების" შემოღებით, ხელისუფლება მოსახლეობის იმ ნაწილის დისკრიმინაციას ახდენს, რომლისთვისაც მსგავსი პირადობის მოწმობის ქონა გარკვეული შეხედულებების გამო მიუღებელია.

მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში შეკრებილი მოსახლეობა მსგავსი ტიპის აქციების გაგრძელებას დიდი მარხვის დასრულების შემდეგაც გეგმავს.

კომენტარები