საპროტესტო აქცია

"მთავრობა" უნდა გადადგეს! – 26 აპრილს, 14:00 საათზე, საპროტესტო მარში გაიმართება

ტაბულა

"მთავრობა" უნდა გადადგეს! - 26 აპრილს, 14:00 საათზე, დიდუბის მეტროდან თბილისის პროკურატურამდე თავისუფლების მარში გაიმართება.

"უწყვეტი ბრძოლის 150-ე დღეს ვმართავთ თავისუფლების მარშს საქართველოს და სინდისის პატიმრების გათავისუფლებისათვის!

150 დღეა, რაც ვდგავართ ქუჩაში — პროტესტით, მარშებით, სიტყვით და სიმართლით. ამ ბრძოლამ გვაჩვენა, რომ ეს ხელისუფლება არ უსმენს ხალხს. იგი აგრძელებს რეპრესიებს, არღვევს თავისუფლებას და გვართმევს საქართველოს მომავალს.

სწორედ ამიტომ, ამ მარშზე, პირველად ვაყალიბებთ ახალ და აუცილებელ მოთხოვნას — დაუყოვნებლივ გადადგეს არალეგიტიმური მთავრობა!

ამ პროტესტით იბადება “ერთობა”, რომელის მიზანია ქვეყნის დაბრუნება და რუსული რეჟიმისგან გათავისუფლება!

მარში შეგდება დიდუბის მოედნიდან თბილისის პროკურატურამდე, სადაც იწყება სამართლის გაყალბება.

შემოურთდეთ მარშს და შემოუერთდით ერთობას!" - ნათქვამია განცხადებაში

კომენტარები