უკრაინის კრიზისი

ოკუპანტები ყირიმის საზღვარს ავლებენ

საოკუპაციო ზოლი დაბა ჩონგართან, უკრაინა
Новая Газета

რუსულმა საოკუპაციო ძალებმა ყირიმის ავტონომიის საზღვარი გადაკვეთეს და ნიკოლაევის ოლქის დაბა ჩონგარში შევიდნენ. ოკუპანტები სასაზღვრო ზოლს ბოძებით ნიშნავენ და მავთულხლართების გასავლებად ამზადებენ. ჩონგარის მიდამოებში ასევე განლაგებულია უკრაინელ მედესანტეთა ქვედანაყოფი, რომელსაც პოზიციები აქვს გამაგრებული.

ცოტა ხნის წინ ჩონგარის მიდამოებში ოკუპანტებმა უკრაინის სასაზღვრო სამსახურის კუთვნილ მცირე თვითმფრინავს ცეცხლი გაუხსნეს. ინციდენტის შედეგად არავინ დაზარალებულა. 

 

კომენტარები