დავით კეზერაშვილის საქმე

კეზერაშვილის საბანკო ანგარიშის დაყადაღების საქმეს სასამართლო დღეს გადაწყვეტს

AFP.com

დავით კეზერაშვილის საბანკო ანგარიშის დაყადაღებასთან დაკავშირებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება დღეს უნდა მიიღოს. აღნიშნული შუამდგომლობით სასამართლომ პროკურატურამ მიმართა.

საუბარია მონაკოში ერთ-ერთ ბანკში არსებულ ანგარიშზე.

დღევანდელ პროცესზე შუამდგომლობების დაყენებას დაცვის მხარეც აპირებს.

სხდომაზე ე.წ. სპირტის საქმეზე იმსჯელებენ. დავით კეზერაშვილს 7 პირთან ერთად ბრალი კონტრაბანდული გზით სპირტის რეალიზაციის სქემის მფარველობაში ედება.

იგი ასევე ბრალდებულია ტელეკომპანია იმედის გასხვისების საქმეზე გიგი უგულავასთან ერთად.

კომენტარები