ასოცირების შეთანხმება

ლუკიანოვი: საქართველოს ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაში ხელი არ შეეშლება

საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა, ბუნებრივია, ეკონომიკური თვალსაზრისით რუსეთისთვის იმავე შედეგს ვერ გამოიღებს, რაც უკრაინის შემთხვევაში იქნებოდა, - ამბობს ჟურნალის „რუსეთი გლობალურ პოლიტიკაში“ მთავარი რედაქტორი ფიოდორ ლუკიანოვი.

ლუკიანოვის მტკიცებით, ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე არანაირ გავლენას არ მოახდენს.

„რუსეთს არ აქვს განწყობა, რომ ხელმოწერას ხელი ნებისმიერ ფასად შეუშალოს“, - აღნიშნავს ფიოდორ ლუკიანოვი. ხოლო, იმ შემთხვევაში თუ უკრაინის კრიზისი კომპრომისით არ დასრულდება, ლუკიანოვის აზრით, რუსეთმა დასავლეთთან და მეზობელ ქვეყნებთან შესაძლოა, დამოკიდებულებას გადახედოს.  

პრაიმტაიმის პრესკლუბში რუსმა და ქართველმა პოლიტოლოგებმა რუსულ-ქართული საზოგადოებრივი ცენტრის ორგანიზებით გამართული კონფერენციის შედეგები შეაჯამეს.

კომენტარები