მავთულხლართების მონტაჟი

ატოცში მავთულხლართების გავლება ამ დროისთვის შეჩერებულია

ქარელის რაიონის სოფელ ატოცში რუსი ოკუპანტების მიერ მავთულხლართების გავლება ამ დროითვის შეჩერებულია. საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დღეს მხოლოდ რუსული მანქანები გამოჩნდნენ. ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადგილობრივების სახნავ-სათესი მიწებიც ექცევა.

ბრეძის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის თქმით, რუსებმა სოფელ ატოცში მავთულხლართების გაბმა ოლიმპიადის დასრულებისთანავე დაიწყეს. მარიამ გულისაშვილის განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე დამატებით 30 ჰექტარი მიწა მოექცევა.

კომენტარები