მავთულხლართების მონტაჟი

ქარელის რაიონში რუსი სამხედროები მავთულხლართებს ამონტაჟებენ

მავთულხლართები დიცში

ქარელის რაიონის სოფელ ატოცში რუსი ოკუპანტები მავთულხლართებს ამონტაჟებენ. აღნიშნული ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყებაში ტაბულას განუცხადეს, რომ მიტაცებული მიწის ფართობის შესახებ დაზუსტებულ ინფორმაციას მოგვიანებით მოგვაწვდიან.

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ცნობით კი, მავთულხართების კედლის მონტაჟის შედეგად, ოკუპირებულ მხარეს მოექცა ადგილობრივთა სახნავ-სათესი მიწები. ატოცელები დახმარებას ითხოვენ.

რუსმა სამხედროებმა მავთულხლართების მონტაჟი ჯერ კიდევ გასულ წელს განაახლეს, რის შედეგადაც ქარელისა და გორის რაიონში დამატებით კიდევ ათეულობით ჰექტარი მიწა მოაქციეს ოკუპირებულ ზონაში. მავთულხლართების მონტაჟი სოჭის ოლიმპიადის მიმდინარეობისას დროებით შეჩერებული იყო, თუმცა, ოლიმპიადის დახურვისთანავე პროცესი განახლდა.

კომენტარები