მავთულხლართების მონტაჟი

ატოცში, მავთულხლართებთან, მოქალაქეებმა რუსული ოკუპაცია გააპროტესტეს

ქარელის სოფელ ატოცში, მავთულხლართებთან შეკრებილმა მოქალაქეებმა საქართველოს ჰიმნი შეასრულეს. მათ ამ ფორმით რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია გააპროტესტეს.

აქციის მონაწილეების თქმით, უკრაინაში მიმდინარე მოვლენები რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის ანალოგიურია. მათი აზრით, მსგავს სიტუაციებში პოლიტიკოსების გარდა მოქალაქეების აქტიურობაც მნიშვნელოვანია.

მავთულხლართებთან გამოთქმული პროტესტით ოსური პრესაც დაინტერესდა. ჟურნალისტებმა აქციის გადაღება რუსული საგუშაგოებიდან სცადეს, რის გამოც აქციის მონაწილემ საოკუპაციო ხაზზე გადასვლა სცადა.

კომენტარები