გიორგი ონიანის დაკავება

გიორგი ონიანი: ვაზისუბანში ვაპირებდი კენჭისყრას მაჟორიტარად

primetimenews.ge

ადვოკატ გიორგი ონიანის განცხადებით, ის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში აპირებდა მონაწილეობას. ონიანი მის დაკავებას პოლიტიკური მოტივით ხსნის.

"ვაზისუბანში ვაპირებდი კენჭისყრას მაჟორიტარად და როცა ეს გაიგეს, ჩემი ყველა თანამშრომელი დაიბარეს, საშინელ დღეში ჩააგდეს და მოსთხოვეს, დაეწერათ ჩემზე სისულელეები. ესაა ცალსახად პოლიტიკური დაკავება", - აღნიშნა ონიანმა.

ადვოკატის ინფორმაციით, მისი 15 თანამშრომელი დაკითხეს.

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას ადვოკატი გიორგი ონიანი საკუთარ სახლში დააკავეს. ადვოკატ მალხაზ ველიჯანაშვილის ინფორმაციით, დაკავებული ე.წ მოდულის შენობაში გადაიყვანეს.

მთავარი პროკურატურა გიორგი ონიანის დაკავების მიზეზს არ აკონკრეტებს, თუმცა, პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის თემურ დოლიძის თქმით, ამ საკითხზე, ხვალ, 12:00 საათზე ბრიფინგი გაიმართება.

დეპუტატ გიორგი კანდელაკის ინფორმაციით კი, ონიანს წლების წინ, როდესაც ის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილე იყო, მოქალაქისთვის ნარკოტიკის ჩადებას ედავებიან. 

კომენტარები