გიორგი ონიანის დაკავება

სამართალდამცველები ადვოკატ გიორგი ონიანის საცხოვრებელ სახლს ჩხრეკენ

primetimenews.ge

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას ადვოკატის მალხაზ ველიჯანაშვილის განცხადებით, ახალაიას კიდევ ერთი ადვოკატის გიორგი ონიანის საცხოვრებელ სახლს ჩხრეკენ. მალხაზ ველიჯანაშვილისთვის უცნობია რა ბრალდებით დააკავეს გიორგი ონიანი.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ, ადვოკატი გიორგი ონიანი საკუთარ სახლში დააკავეს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის ეკა ხერხეულიძის ინფორმაციით, ონიანი ქალაქის პროკურატურაში გადაიყვანეს. მისივე თქმით, დაკავებულს ჯერ არ ეუბნებიან, რა ბრალს წაუყენებენ.

კომენტარები