გიორგი ონიანის დაკავება

კანდელაკი ონიანის დაკავებაზე: ნუთუ უკრაინის მოვლენებმა ვერაფერი გასწავლათ?

უკრაინის მოვლენებმა აშკარად დააპანიკა ჩვენი მთავრობა - დააკავეს ადვოკატი გოგა ონიანი, რომელმაც პროკურატურას უკვე ორი საქმე მოუგო. გუშინ ვესაუბრე ჩვენი გმირის დავით ყიფიანის ცხედრის დახვედრისას და მესამე საქმეზეც იმედიანად იყო! გოგა ონიანმა ასევე ამხილა პროკურატურის მიერ არაერთი მოწმის გატაცება და მათზე ზეწოლის ფაქტები, მათ შორის პირადად იუსტიციის მინისტრ წულიკიანის მიერ. მან ასევე ამხილა პირდაპირი კავშირი რადიკალური ანტიდასავლურ დაჯგუფების ლიდერ ირმა ინაშვილისა და მთავრობას შორის. შეგახსენებთ, რომ წულუკიანთან ინაშვილის მიერ ახალაიას საქმეზე მოწმის შეხვედრის ფაქტი ინაშვილმაც დაადასტურა და წულუკიანმაც.
ონიანს ვესაუბრე უშუალოდ მისი დაკავების მომენტში. მისი თქმით, საუბარია იმაზე, რომ თითქოს მან ვიღაცას წლების წინ ჩაუდო ნარკოტიკი. თუმცაღა არათუ რაიმე მტკიცებულება, ამასთან დაკავშირებით მოწმის ჩვენებაც კი არ გააჩნიათ. ანუ თუ ხარ კარგად მომუშავე ადვოკატი და კრიმინალ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს საქმეებს უგებ, თუ მის მიერვე მოწმეთა მოტაცებას ამხელ - საქართველოს მთავრობა დაგიჭერს.

ნუთუ უკრაინის მოვლენებმა ვერაფერი გასწავლათ?

 

წერს საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი კანდელაკი Facebook-ის პირად გვერდზე ბაჩო ახალაიას ადვოკატის გიორგი ონიანის დაკავებასთან დაკავშირებით. ონიანი ცოტა ხნის წინ, საკუთარ სახლში აიყვანეს.

კომენტარები