გიორგი ონიანის დაკავება

ეკა ხერხეულიძე: ადვოკატი გიორგი ონიანი დააკავეს

ambebi.ge

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის ეკა ხერხეულიძის ინფორმაციით, თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას ადვოკატი გიორგი ონიანი დააკავეს. როგორც ხერხეულიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, ონიანი ქალაქის პროკურატურაში გადაჰყავთ. მისივე თქმით, დაკავებულს ჯერ არ ეუბნებიან, რა ბრალს წაუყენებენ.

გიორგი ონიანის დაკავებაზე საუბრობს საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით საყვარელიძეც. მისი თქმით, ადვოკატი "გაუგებარი ბრალდებით" დააკავეს.

ტაბულა მთავარ პროკურატურასთან დაკავშირებას და დეტალების გარკვევას ცდილობს. 

კომენტარები