შეტაკებები უკრაინაში

იანუკოვიჩი ვადამდელ არჩევნებსა და კონსტიტუციის შეცვლას დათანხმდა

ვიქტორ იანუკოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა განცხადება, სადაც წერია, რომ ის დანიშნავს ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს, ასევე დაიწყება მუშაობა საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომელიც შეზღუდავს პრეზიდენტის ძალაუფლებას, გარდა ამისა, დაიწყება გარდამავლი მთავრობის ფორმირება.

იანუკოვიჩის განცხადებით, ის გადადგამს ნაბიჯებს, რათა თავიდან იქნეს აცილებული შემდგომი მსხვერპლი და აღდგეს მშვიდობა უკრაინაში.

"ვაცხადებ, რომ ვნიშნავ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს. მე ვიქნები ინიციატორი საკონსტიტუციო ცვლილებებისა, რომელიც უკრაინას საპარლამენტო რესპუბლიკად გარდაქმნის, რითაც დაუბრუნდება 2004 წლის კონსტიტუციას", - აცხადებს ვიქტორ იანუკოვიჩი.

ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად როდის დაინიშნება ვადამდელი არჩევნები და როდის დაიწყება გარდამავალი მთავრობის ფორმირება.

კიევში 18 თებერვალს დაწყებული შეტაკებების შედეგად, სულ მცირე, 77 ადამიანია დაღუპული, ასეულობით კი დაშავებული.

კომენტარები