შეტაკებები უკრაინაში

რასმუსენი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ნეიტრალური პოზიციისკენ მოუწოდებს

facebook.com/andersfoghrasmussen

NATO-ს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი უკრაინის მოვლენებს ეხმაურება. მისი თქმით, უკრაინელი სამხედროები არ უნდა დაუპირისპირდნენ უკრაინელ ხალხს. თუ ეს მოხდება, ამას ნეგატიური შედეგები ექნება NATO-სა და უკრაინის ხელისუფლების ურთიერთობაზე.

"მწუხარებას გამოვთქვამ უკრაინაში მომხდარი შემაშფოთებელი სისხლისღვრის გამო. მოვუწოდებ ყველა მხარეს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ძალადობა. რა თქმა უნდა, ხელისუფლებას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია, რათა არ გამოიყენოს გადამეტებული ძალა და შეინარჩუნოს შეიარაღებული ძალების ნეიტრალიტეტი.

უკრაინელი სამხედროები არ უნდა დაუპირისპირდნენ უკრაინელ ხალხს. თუ ეს მოხდება, ამას ნეგატიური შედეგები ექნება NATO-სა და უკრაინის ხელისუფლების ურთიერთობაზე.

ერთადერთი გზა მშვიდობიანი დიალოგია და მივესალმები ყველა საერთაშორისო ძალისხმევას, გაუხსნან გზა კრიზისის ასეთ დემოკრატიულ და მშვიდობიანად მოგვარებას", - თქვა ანდერს ფოგ რასმუსენმა.

კომენტარები