რუსეთს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთის არმია და ფლოტი ფხიზლად უნდა იყონ და პუტინი: რუსეთის არმია მოვლენათა ნებისმიერი განვითარებისთვის უნდა იყონ მზად. განცხადება ამის შესახებ ვლადიმირ პუტინმა კრემლში, სამშობლოს დაცვის დღისადმი მიძღვნილ კონცერტზე განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთი მშვიდობისმოყვარე დემოკრატიული სახელმწიფოა და იგი დარწმუნებულია, რომ საერთაშორისო პრობლემები მშვიდობიანი და არა ძალისმიერი მეთოდებით უნდა მოგვარდეს.
ამავე დროს, პუტინის თქმით, თანამედროვე მსოფლიოში კვლავაც არ არის მშვიდობა, ფართოვდება რისკებისა და პოტენციური კონფლიქტების სივრცე.
„ამ პირობებში უნდა ვიყოთ არა მხოლოდ ფხიზლად, ჩვენ ვალდებულნი ვართ უზრუნველვყოთ უსაფრთხოება და მზად ვიყოთ მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის, ამიტომაც ჩვენი არმიისა და ფლოტის ბრძოლისუნარიანობა ეროვნული უსაფრთხოების უმნიშვნელოვანესი ფაქტორია", - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.





