შეტაკებები უკრაინაში

კიევში შეტაკებები განახლდა

www.nytimes.com

კიევში შეტაკებები განახლდა. ადგილობრივი დროით დილის 8 საათიდან მაიდანზე შეკრებილმა ოპოზიციის მხარდამჭერებმა რადას შენობისკენ მსვლელობა დაიწყეს. ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოსგან 2004 წლის კონსტიტუციის აღდგენას და პრეზიდენტის უფლებამოსილების შეწყვეტას მოითხოვს.

საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან დემონსტრანტებს გზა შინაგანი ჯარებისა და ბერკუტის კორდონმა გადაუკეტა. მომიტინგეებმა სპეცრაზმელებს შეუტიეს და კორდონის გარღვევა შეძლეს.

ადგილზე ისმის აფეთქებების ხმა. გრუშევსკის ქუჩაზე აქტივისტებმა საბურავებს ცეცხლი წაუკიდეს.

კომენტარები