სასჯელაღსრულების დაწესებულებები

ომბუდსმენი გეგუთის ციხეში მოშიმშილე პატიმრებს შეხვდა

news.ge

საქართველოს სახლახო დამცველი უჩა ნანუაშვილი დღეს, 7 თებერვალს, გეგუთის კოლონიაში მოშიმშილე 1 000-მდე პატიმარს შეხვდა, რომლებიც პირობების გაუმჯობესებასა და ციხის ადმინისტრაციის შეცვლას მოითხოვენ.

"ისინი ასევე ითხოვენ გამოძიების დაწყებას იმ რამდენიმე საქმესთან დაკავშირებით, რომელიც ეხება მსჯავრდებულთა მიმართ არასათანადო მოპყრობას. გარდა ამისა, ისინი ითხოვენ კანონით გათვალისწინებული ყველა ნორმის შესრულებას, ეს ეხება უშუალოდ პირობებს. ისინი აფიქსირებენ შემდეგ ინფორმაციას, რომ რამდენჯერმე პატიმრები საკნიდან გაიყვანეს სახალხო დამცველის წარმომადგენელთან შეხვედრის მოტივით, თუმცა, სინამდვილეში პატიმრები სხვა დაწესებულებებში გადაყავდათ", - განუცხადა სახალხო დამცველმა ჟურნალისტებს გეგუთის კოლონიიდან გამოსვლის შემდეგ. მისი თქმით, ომბუდსმენის ოფისი აღნიშნულ საჩივრებს შეისწავლის.

სასჯელაღსრულების მინისტრის, სოზარ სუბარის განცხადებით, პატიმრებს გეგუთში შიმშილობა რამდენიმე კვირის წინ ჰქონდათ დაგეგმილი და მან ამის შესახებ ომბუდსმენსაც კი შეატყობინა.

კომენტარები