კირვალიძის საქმე

ივანიშვილი: ფავორიტი მინისტრი იყო ჩემთვის კირვალიძე

ბიძინა ივანიშვილი
Артема Голощапова / Forbes

ჩემი დამოკიდებულება იყო სწორი, კირვალიძის დამოკიდებულება იყო სწორი. ასე გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი თავისი არასამთავრობო ორგანიზაციის - მოქალაქის პრესკონფერენციაზე დასმულ კითხვას სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან დაკავშირებულ კორუფციულ საქმეზე.

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო გამომდგარიყო სწორედ მართალი და უმწიკვლო. იქ კორუფცია არ მტკიცდებოდა. თვითონ კირვალიძემ აღიარა ჩემთან, აღარ იყო მინისტრი და მოვიდა ჩემთან და აღიარა, რომ იყო შეცდომები. შეცდომები იყო, მაგრამ არ იყო კორუფცია. რეაქცია იყო ძალიან ჯანსაღი: აი ეს გვინდა ჩვენ, აი ეს უნდა მივიღოთ მომავალში და ამ მაგალითს მე მუდამ ვიყენებდი ევროპელებთან . ფავორიტი მინისტრი იყო ჩემთვის კირვალიძე, მაგრამ არავინ არ დავინდეთ. მაგრამ თუ შეცდომა არ იყო გამოწვეული რაღაც სხვადასხვა მიზნებით და იყო გამოწვეული ობიექტური მიზეზებით და თუ კანონით დასჯადია, დაისჯება, თუ არადა - უნდა გაიგოს საზოგადოებამ“, - აღნიშნა ივანიშვილმა.

მისი თქმით, ასეთი იყო მისი დამოკიდებულება დარღვევებთან  დაკავშირებით მაშინაც, როდესაც ის ხელისუფლებაში იყო.

„ხელისუფლება, რომელიც დავტოვე და პასუხისმგებლობაც დავიტოვე და მე ვთქვი, რომ იქნება ასეთი. ეს არის კარგი მაგალითი იმის, როგორი დამოკიდებულება ჰქონდა ხელისუფლებას ნებისმიერ დარღვევასთან: რომ მინისტრზე თუა ეჭვი და კირვალიძე მოიქცა ძალიან კულტურულად მაშინ. არ შეეწირა, არაფერი არ იკარგება. მეც ძალიან დიდი პრობლემები მქონდა, ძალიან ვინერვიულე, მათ რიცხვში კირვალიძემაც. პროცესი ასე დასრულდა და ჩემთვის ეს მისასალმებელია. საუკეთესო შედეგი ჩემთვის ეს იქნებოდა“, - აღნიშნა ივანიშვილმა. 

კომენტარები