კირვალიძის საქმე

ივანიაძე: პროკურატურაში ვიდეომასალა ჩემი ნების საწინააღმდეგოდ ჩაწერეს

facebook.com/OfficialPOG

პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმეში ბრალდებულმა მამუკა ივანიაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვიდეომასალა, რომელიც პროკურატურამ გამოაქვეყნა, იმ პროცესის ნაწილია, რომელიც მის წინააღმდეგ მიმდინარეობდა. ივანიაძის თქმით, ეს ვიდეომასალა მისი ნების საწინააღმდეგოდ არის ჩაწერილი. 

"ეს ვიდეომასალა იმ პროცესის ნაწილია, რომელიც მიმდინარეობდა ჩემს წინააღმდეგ. ეს ვიდეო არის 16 ივნისიდან 25 ივნისამდე პერიოდში ციხეში გადაღებული. არ ვიცოდი, რომ მიღებდნენ, თუმცა ოთახში კამერა იდგა", - განაცხადა ივანიაძემ. 

ჟურნალისტის კითხვაზე, მისცა თუ არა დავით კირვალიძის წინააღმდეგ ჩვენება ზეწოლის ქვეშ, ივანიაძემ ამ საკითხის კომენტირებისაგან გამოძიების მიმდინარეობიდან გამომდინარე თავი შეიკავა. 

რამდენიმე დღის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე მამუკა ივანიაძემ განაცხადა, რომ ჩვენება სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ზეწოლის შედეგად მისცა, გუშინ კი მთავარმა პროკურატურამ განცხადება გაავცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ივანიაძეზე ზეწოლის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

კომენტარები