კირვალიძის საქმე

დავით კირვალიძე კვლავ დაკითხვაზე იმყოფება

www.facebook.com/AgricultureGeorgia

საქართველოს სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი დავით კირვალიძე ე.წ მოდულის შენობაში კვლავ დაკითხვაზე იმყოფება. "წინასწარ არ ვიცი, კონკრეტულად რაზე ვარ დაბარებული, თუმცა, სავარაუდოდ, გავივლით იმ საკითხებს, რომლის გავლაც გუშინ ვერ მოესწრო", - თქვა კირვალიძემ დაკითხვაზე შესვლამდე.

გუშინ, 22 ივლისს, დაკითხვის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას კირვალიძემ თქვა, რომ მას კითხვები სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შპს მექანიზატორის საქმესთან დაკავშირებით დაუსვეს. ყოფილმა მინისტრმა დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის მაისში შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სახელმწიფო შპს მექანიზატორის მაღალი თანამდებობის პირები დააკავეს. საქმე სახელმწიფოს კუთვნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის, სამსახურებრივი გულგრილობისა და ექსპერტებზე ზეწოლის საქმის გამოძიებას ეხება.

კომენტარები