კირვალიძის საქმე

დავით კირვალიძეს ანტიკორუფციულ დეპარტამენტში კითხავენ

დავით კირვალიძე
www.facebook.com/AgricultureGeorgia

სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციულ დეპარტამენტში დაკითხვაზე იმყოფება. კირვალიძესთან ერთად, დაკითხვას მისი ადვოკატი, სოსო ბარათაშვილიც ესწრება. ყოფილი მინისტრი სოფლის მეურნეობის მაღალჩინოსნების საქმესთან დაკავშირებით უკვე მესამედ იკითხება.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის მაისში შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სახელმწიფო შპს მექანიზატორის მაღალი თანამდებობის პირები დააკავეს. საქმე სახელმწიფოს კუთვნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის, სამსახურებრივი გულგრილობისა და ექსპერტებზე ზეწოლის საქმის გამოძიებას ეხება.

კომენტარები