სოჭის ოლიმპიადა

აბაშიძე: თიბილოვის სოჭში მიწვევას შესაბამისი არხებით ვამოწმებთ

საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძის თქმით, ოფიციალური თბილისი ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების ე.წ. პრეზიდენტის, ლეონიდ თიბილოვის სოჭის ოლიმპიადაზე ოფიციალურად მიწვევის შესახებ ინფორმაციას აზუსტებს.

"ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ ინფორმაციას - თიბილოვის სოჭში ოფიციალურად მიწვევის შესახებ, გავეცანით და ახლა შესაბამისი არხებით ვამოწმებთ, თუ რამდენად შეესაბამება იგი რეალობას. შედეგების შესახებ ჩვენ საქმის კურსში ჩავაყენებთ საზოგადოებას და თუ საჭირო იქნება, გაგაცნობთ ამ საკითხზე მთავრობის პოზიციას", - თქვა აბაშიძემ.

კომენტარები