სოჭის ოლიმპიადა

ყიფიანი: სოჭში ქართველი ოლიმპიელები პოტენციალს მაქსიმალურად წარმოაჩენენ

ლევან ყიფიანი
msy.gov.ge

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრის ლევან ყიფიანის თქმით, ქართველ ოლიმპიელებში განწყობა არის საბრძოლო და სპორტსმენები მაქსიმალურად მობილიზებულები არიან. ყიფიანმა ასევე აღნიშნა, რომ ქართველი ოლიმპიელები საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმის წარმოჩენას შეეცდებიან.

"ჩვენ კიდევ ერთხელ აქცენტს სპორტულ შედეგებზე, სპორტულ ინტერესებზე ვაკეთებთ. რაც შეეხება იმას, უნდა წასულიყვნენ თუ არა ქართველი სპორტსმენები სოჭის ოლიმპიადაზე, გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. ეს იყო რთული გადაწყვეტილება. ჩვენი დელეგაცია არის მცირერიცხოვანი, ესეც არ არის პრობლემა, ჩვენ ვნახავთ, რომ ჩვენზე დიდი ქვეყნები იქნებიან რამდენიმე სპროტსმენით წარმოდგენილი",- თქვა ლევან ყიფიანმა და აღნიშნა, რომ ოლიმპიადაში მონაწილეობა ეს ყველა ქვეყნის მისია და ვალდებულებაა.

საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა კი თქვა, რომ საერთო ჯამში, დელეგაცია იქნება 13-კაციანი. "მონაწილეობასთან ერთად გვინდა, რომ შედეგებიც იყოს", - თქვა ლერი ხაბელოვმა.

კომენტარები