შეტაკებები უკრაინაში

უკრაინის პარლამენტმა ამნისტიის შესახებ კანონი მიიღო

kyivpost.com

უკრაინის პარლამენტმა ოთხშაბათს, გვიან ღამით ამნისტიის შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა. ამნისტია უკანასკნელ პერიოდში უკრაინაში მიმდინარე აქციებში დაკავებულ პირებს შეეხებათ.

კანონპროექტს მხარი 189 დეპუტატმა დაუჭირა, 11 კი წინააღმდეგი იყო. ოპოზიციამ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. ოპოზიციური ფრაქციები ბატკივშინა, უდარი და სვობოდა კანონპროექტს კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან და ამის მიზეზი პირობაა, რომლის მიხედვითაც, კანონი ძალაში მხოლოდ მას შემდეგ შევა, რაც დემონსტრანტები უკრაინაში დაკავებულ ადმინისტრაციულ შენობებს დატოვებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტი თავად მივიდა პარლამენტში და მმართველი პარტიის წევრებს დაემუქრა, რომ ამნისტიის კანონის არმიღების შემთხვევაში, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს დანიშნავდა.

რადგან ამნისტიის კანონს ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა, ძნელად სავარაუდოა, რომ უკრაინაში კრიზისი დასრულდეს.

შეგახსენებთ რომ 19 იანვრიდან უკრაინაში აქციის მონაწილეებსა და ბერკუტს შორის შეტაკებები დაიწყო, რომლის განმავლობაშიც ათეულობით ადამიანი დააკავეს. 

კომენტარები