ივანიშვილის მოქალაქეობა

პრეზიდენტი ივანიშვილის მოქალაქეობაზე: ეს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენა შეაფასა და განაცხადა, რომ ქვეყნის ნორმალურ, სამოქალაქო საზოგადოებად ჩამოყალიბების თვალსაზრისით, სასამართლომ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო.

პრეზიდენტის თქმით, ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევით საზოგადოებას შეურაცხყოფა მიაყენეს. მისი შეფასებით, ეს იყო სილის გაწვნა მთელი ქართული საზოგადოებისათვის.

მარგველაშვილი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას საზოგადოების დალაგებისა და ნორმალიზაციისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებად მიიჩნევს.

ცნობისთვის, უზენაესმა სასამართლომ 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ბათილად ცნო ექსპრეზიდენტ სააკაშვილის 2011 წლის 11 ოქტომბრის #602 ბრძანებულება, რომლის თანახმადაც ივანიშვილს ჩამოერთვა საქართველოს მოქალაქეობა.

კომენტარები