ივანიშვილის მოქალაქეობა

პრეზიდენტის ბრძანებულებით, ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეობა მიიღო. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ბრძანებულება მას შემდეგ ამოქმედდება, რაც ივანიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობა შეუწყდება.

შეგახსენებთ, რომ ქართული ოცნების ლიდერს და მის მეუღლეს საქართველოს მოქალაქეობა 2011 წლის 11 ოქტომბერს შეუწყდათ. 27 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ მოქალაქეობა მხოლოდ ეკატერინა ხვედელიძეს აღუდგინა.

კომენტარები