ივანიშვილის მოქალაქეობა

ივანიშვილი საფრანგეთის პასპორტს აბარებს

ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი დღეს საფრანგეთის საელჩოში მივიდა. ივანიშვილის პრესსამდივნოს ცნობით, იგი საფრანგეთის მოქალაქეობაზე უარს ამბობს და პასპორტს აბარებს.

 

რამდენიმე დღის წინ ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბიზნესმენს რუსეთის მოქალაქეობა შეუწყდა. ამის შესახებ ოფიციალური დოკუმენტი ბიძინა ივანიშვილმა შვეიცარიის საელჩოსგან მიიღო.

 

რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეობას, თბილისის საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა პრეზიდენტის 2011 წლის 11 ოქტომბრის ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც ბიძინა ივანიშვილის საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა. სასამართლომ ბიზნესმენისა და მისი მეუღლის, ეკატერინა ხვედელიძის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მოქალაქეობა მხოლოდ ხვედელიძეს აღუდგინა.

პრეზიდენტმა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა 2004 წელს მიანიჭა.

კომენტარები