ივანიშვილის მოქალაქეობა

ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეობას ითხოვს

ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა „საქართველოს ოფიციალურ სტრუქტურებს“ მიმართა საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის თხოვნით. განცხადება ამის შესახებ ბიზნესმენმა საფრანგეთის საელჩოსთან გააკეთა, სადაც დღეს ფრანგული პასპორტის ჩასაბარებლად მივიდა.

 „მე არ გამაჩნია სხვა ქვეყნის მოქალაქეობა. დავიბადე საქართველოში, ვცხოვრობ აქ, და არავითარი საფუძველი არ აქვთ, უარი მითხრან", - აღნიშნა ივანიშვილმა.

ივანიშვილმა აღნიშნა, რომ მას უკვე შეუწყდა რუსეთის მოქალაქეობა. დღეს კი მან შეავსო ოფიციალური განაცხადი საფრანგეთის მოქალაქეობაზე უარის თქმის შესახებ. მისი თქმით, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო დაელოდება, როდის მიანიჭებენ ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობას და საფრანგეთის მოქალაქეობას ამის შემდეგ ჩამომართმევს.

 ივანიშვილის პრესაამდივნოს ცნობით, ოფიციალური დოკუმენტი რუსეთის მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ ბიზნესმენმა 26 დეკემბერს მიიღო.

27 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა პრეზიდენტის 2011 წლის 11 ოქტომბრის ბრძანებულე­ბა, რომლის მიხედვითაც ბიძინა ივანიშვილის საქართველოს მოქალაქეობა შე­უწყდა. სასამართლომ ბიზნესმენისა და მისი მეუღლის, ეკატერინა ხვედელი­ძის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მოქალაქეობა მხოლოდ ხვედელიძეს აღუდგინა.

 

კომენტარები