შეტაკებები უკრაინაში

უკრაინაში დემონსტრანტები ადმინისტრაციულ შენობებს შტურმით იღებენ

YURIY DYACHYSHYN / AFP

უკრაინაში დემონსტრანტები, სხვადასხვა ქალაქში ადმინისტრაციულ შენობებს შტურმით იღებენ. ევრომაიდანის აქტივისტემბა ზაპოროჟიეში, ოლქის  ადმინისტრაციული შენობა აიღეს. დემონსტრაციაში რამდენიმე ათასი ადამიანი მონაწილეობდა. ადმინისტრაციული შენობის აღების მცდელობას აქვს ადგილი დნეპროპეტროვსკშიც. 

ქალაქ სუმიში ოთხიათასამდე  დემონსტრანტმა ადმინისტრაციის შენობას შეუტია და პირველი სართული დაიკავა.  იგივე ვითარებაა ოდესაშიც, სადაც ევრომაიდანის აქტივისტები და იანუკოვიჩის, "რეგიონების პარტიის" მომხრეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. "რეგიონების პარტიის" მომხრეები არ აძლევენ უფლებას ევრომაიდანის  მომიტინგეებს ადმინისტრაციული შენობა დაიკავონ. 

  შეტაკებების შედეგად დაშავდა რამდენიმე ადამიანი. 

კომენტარები