რომის პაპი

პაპი ფრანცისკე უკრაინის მოვლენებზე: ვიმედოვნებ ძალადობა დასრულდება

AFP

რომის პაპი, ფრანცისკე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმარა. პაპის განცხადებით მას იმედი აქვს, რომ ხელისუფლება და მოქალაქეები შეძლებენ დიალოგის გამართვას და ძალადობის აღკვეთას. 

 "მე უკრაინის გვერდით ვარ, როდესაც ვლოცულობ ამ ქვეყნისთვის, მათთვის, რომლებიც დაიღუპნენ ბოლო დღეების განმავლობაში და მათი ოჯახებისთვის. ვიმედოვნებ, ხელისუფლება და სამოქალაქო საზოგადოება შეძლებენ კონსტრუქციული დიალოგის გამართვას, რომ ძალადობა დასრულდება და უკრაინელთა გულებს მშვიდობა და უკეთესისკენ ლტოლვა დაიკავებს", - ნათქვამია განცხადებაში. 

კომენტარები