უკრაინა და ევროკავშირი

რომპუი: ევროკავშირი მზადაა უკრაინასთან ასოცირების ხელშეკრულება გააფორმოს

ewea.org

ევროკავშირი მზადაა უკრაინასთან ასოცირების ხელშეკრულება გააფორმოს, ამის შესახებ განცხადება ჰერმან ვან რომპუიმ პოლონეთის პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულებისას გააკეთა. ევროპულის საბჭოს თავმჯდომარემ, უკრაინაში მიმდინარე მოვლენები დონალდ ტუსკთან ერთად მიმოიხილა, შეხვედრის შემდეგ კი განცხადებები ერთობლივ პრესკონფერენციაზე მხარეებს კიდევ ერთხელ მოუწოდეს კრიზისის მოსაგვარებლად მოლაპარაკებებისკენ.

"ძალიან ვწუხვარ კიევში ძალადობის ფაქტების მატებასთან და ტრაგიკული მოვლენების განვითარების გამო. ვგმობ ხელისუფლების მხრიდან, დემონსტრანტების წინააღმდეგ გაუმართლებელი ძალის გამოყენებას. შეზღუდვები, რომლებიც ცოტა ხნის წინ შემოიღეს და გულისხმობს თავისუფლების შეზღუდვას, მათ შორის აზრის გამოხატვის შეზღუდვას, თავისუფლებისა და სიტყვის თავისუფლების,  არ მოაგვარებს კრიზისს. ეს უკრაინას მხოლოდ დესტაბილიზაციას მოუტანს და ამაზე პასუხისმგებელობა ხელისუფლებას ეკისრება. ევროკავშირი კვლავაც მზადაა უკრაინასთან ასოცირებული წევრობის შეთანხმება გააფორმოს," - განაცხადა ჰერმან ვან რომპუიმ. 

კომენტარები