უკრაინა და ევროკავშირი

კოჯარა: ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიის გაგრძელება მნიშვნელოვანია

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ლეონიდ კოჟარას განცხადებით, კიევი დაინტერესებულია პეტ კოკსისა და ალექსანდრ კვასნიევსკის შემადგენლობით ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიის მუშაობის გაგრძელებაში. ამის შესახებ კოჟარამ უკრაინულ ინტერფაქსთან საუბარში განაცხადა.

"ეს მისია უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ჩვენ დაინტერესებულები ვართ, რომ მისია აგრძელებდეს მუშაობას, რადგან მან დაამტკიცა თავის ეფექტურობა. მათთვის ახალი არაფერია. მათ ესმით უკრაინაში შექმნილი პოლიტიკური სიტუაცია, ამიტომ ვთვლი, რომ მათი მუშაობის გაგრძელება შეიძლება მრავალ საკითხთან მიმართებაში იყოს ეფექტური," - განაცხადა ლეონიდ კოჟარამ.

კომენტარები