უკრაინა და ევროკავშირი

უკრაინის ვიცე-პრემიერი: ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელს მოვაწერთ

უკრაინა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას ხელს მალე მოაწერს, საინფორმაციო სააგენტო რია ნოვოსტის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის პირველმა ვიცე-პრემიერმა სერგეი არბუზოვმა განაცხადა. არბუზოვმა განცხადება ევროკავშირის გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისართან შტეფან ფულესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

"ეროვნული და სტრატეგიული ინტერესების გათვალისწინებით, უკრაინა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელს მალე მოაწერს," - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

წყაროზე დაყრდნობით, რია ნოვოსტი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ევროკავშირის ოფიციალური პირები უკრაინასთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერას 2014 წელს ორმხრივ სამიტზე ვარაუდობენ.

კომენტარები