უკრაინა და ევროკავშირი

შიკორსკი და ბილდტი: უკრაინელი ხალხის ქმედებებით შთაბეჭდილების ქვეშ ვართ

უკრაინის დედაქალაქში მიმდინარე ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით, ერთობლივი განცხადება გაავრცელეს პოლონეთის და შვედეთის საგარეო მინისტრებმა რადეკ შიკორსკიმ და კარლ ბილდტმა.

"როგორც აღმოსავლეთ პატრიორობის ინიციატორები, ჩვენ შთაბეჭდილებების ქვეშ ვართ იმით, რომ ამდენი უკრაინელი არ შეუშინდა სიცივეს და აპროტესტებს საკუთარი პრეზიდენტის მოულოდნელ გადაწყვეტილებას, არ მოაწეროს ხელი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას," - ნათვამია განცხადებაში.

მინისტრები აცხადებენ, რომ ევროკავშირი კვლავინდებურად მზად არის უკრაინასთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერისთვის, მაგრამ სანაცვლოდ ქვეყანამ უნდა გადადგას შემხვედრი ნაბიჯები.

"ევროკავშირი კვლავინდებურად მზად არის ხელშეკრულებას ხელმოწერისთვის, როგორც კი პრეზიდენტი იუანუკოვიჩი ამისთვის მზად იქნება. მაგრამ ეკონომიკური რეფორმის რაიმე სახის მტკიცებულების გარეშე, ჩვენ არ ჩავერთვებით უკრაინის მომავლისთვის უაზრო ფასის მქონე ომში .

ჩვენ ვეთანხმებით პრეზიდენტებს ვან რომპეის და ბაროზოს: " უკრაინაზეა დამოკიდებული, თავისუფლად გადაწყვიტოს, თუ როგორი სახის საქმიანობისთვის მიილტვის ევროკავშირთან. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვგმობთ რუსეთის პოზიციას და ქმედებებს." ჩვენ ვუერთდებით მათ, უკრაინის სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერის გამოხატვაში.

დაჟინებით მოვუწოდებთ ყველას, საპროტესტო აქციები კიევში დარჩეს მშვიდობიანი. პროტესტის მშვიდობიანი ხასიათი, არის ევროპული გამბედაობის ჭეშმარიტი გამოხატულება. დარწმუნებულები ვართ, რომ უკრაინელი ხალხი აიხდენს ევროპულ მომავალზე ოცნებას," - ნათქვამია შიკორსკის და ბილდტის განცხადებაში.

კომენტარები