უკრაინა და ევროკავშირი

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი უკრაინის არჩევანით იმედგაცრუებულია

www.state.gov

უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების მზადების პროცესი შეჩერდა, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი გამოეხმაურა. განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ იმედგაცრუებულია უკრაინის გადაწყვეტილებით და ამასთან მიიჩნევს, რომ უკრაინის ევროპასთან ინტეგრაცია ქვეყნის კეთილდღეობისთვის ყველაზე სანდო კურსია.

"ამერიკის შეერთებული შტატები უერთდება ევროკავშირის იმედგაცრუებას უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, შეაჩეროს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე ხელმწორა. ევროკავშირმა უკრაინას ისტორიული შესაძლებლობა შესთავაზა, გაემაგრებინა ევროპული მომავალი მისი ხალხისთვის და დემოკრატიული რეფორმების მიმართ მისი ურყევობის დემონსტრირება მოეხდინა, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ინვესტორების წინაშე.

ჩვენ ვდგავართ უკრაინელთა დიდ უმრავლესობასთან ერთად, ვისაც სურთ მათი ქვეყნის ასეთი მომავალი და ჩვენ ვაფასებთ ევროკავშირს, იმისათვის რომ ღიას ტოვებს კარს. ამერიკის შეერთებული შტატები დარწმუნებულია, რომ უკრაინის ევროპასთან ინტეგრაცია, არის ყველაზე სანდო კურსი ეკონომიკის აყვავებისა და დემოკრატიისათვის," - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები