ვალუტის კურსი

ლარი კვლავ გაუფასურდა

ვალუტის კურსი სავალუტო ჯიხურებში 16 იანვარს

დღეს, 16 იანვარს, საქართველოს ეროვნული ვალუტა ლარი აშშ დოლართან მიმართებით კვლავ გაუფასურდა. ლარის კურსი უკვე რამდენიმე თვეა ეცემა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 1 აშშ დოლარის ღირებულება 1.7572 ლარია.

რამდენიმე თვის წინ, 2013 წლის გაზაფხულზე, 1 აშშ დოლარის ღირებულება 1.64 ლარი იყო.

დედაქალაქში მდებარე სავალუტო ჯიხურებში 1 აშშ დოლარის შესაძენად 1.78, ან 1.79 ლარია საჭირო.

ლარი ასევე გაუფასურებულია ევროსთან მიმართებით. 16 იანვრის მონაცემებით, 1 ევროს ღირებულება 2.3935 ლარია. რამდენიმე თვის წინ კი 1 ევრო საშუალოდ 2.15 ლარი ღირდა.

ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში 1 ევროს ღირებულება 2.42 ლარს აღწევს.

კომენტარები