ოთარ ფარცხალაძის საქმე

ოთარ ფარცხალაძე: ერთი წელი სკოლამ მაჩუქა და ერთი წელიც სასწავლებელმა

სკოლაში ჩემ დროს იყო 0 კლასი, თავის ქება არ მიყვარს, მაგრამ, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, აუცილებლობა არსებობს, რომ ამაზე ვილაპარაკო, ვიყავი საკმაოდ ნიჭიერი ბავშვი და სკოლაში რომ მივედი, პირველი და მეორე კლასის პროგრამას უკვე ვფლობდი ქართულ და რუსულ ენებზე. ჩვეულებრივ შედგა გასაუბრება კომისიასთან, ჩამიტარეს გამოცდა და გადამიყვანეს შემდეგ კლასში, როგორც ნიჭიერი ბავშვი. 1991 წელს, როდესაც დამოუკიდებელი სასწავლებლები გაიხსნა, ერთ-ერთი პირველი იყო "ღია ჰუმანიტარული უნივერსიტეტი". იქ იყო იმის შესაძლებლობა, რომ მე-11 კლასელი გამხდარიყო პირველკურსელი. ამიტომაც მე-11 კლასში მე იქ მოვხვდი ჩვეულებრივ, პირველ კურსზე. სასწავლებელი ოთხწლიანი იყო და რომ დავამთავრე, 20 წლისაც არ ვიყავი, ერთი წელი ხომ სკოლამ მაჩუქა და ერთი წელიც სასწავლებელმა, ეს იყო და ეს... 18 წლის ასაკში უკვე პოლიციელი გავხდი და 19 წლისას მომიწია უნივერსიტეტის დამთავრება. 

აცხადებს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე პრაიმტაიმთან ინტერვიუში თავის განათლებასთან და დიპლომთან დაკავშირებით.

კომენტარები