ე.წ ქურდული სამყარო

რუსეთში საქართველოს მოქალაქე, ე.წ. კანონიერი ქურდი დათო მელქაძე მოკლეს

რუსეთში საქართველოს მოქალაქე, ე.წ. კანონიერი ქურდი დათო მელქაძე მოკლეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მელქაძეს (ზედმეტსახელად ”დათო ფოთინსკის”) კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები, სხვა კრიმინალური ავტორიტეტის მკვლელობის გამო ეძებდნენ.

1964 წელს დაბადებულ მელქაძეზე თავდასხმა გუშინ გვიან საღამოს მოხდა, როდესაც ის სავაჭრო ცენტრიდან მეუღლესთან და შვილებთან ერთად გამოდიოდა. 

რუსი სამართალდამცველების მონაცემებით, მელქაძეს ორმა პირმა ესროლა. ერთ-ერთმა მათგანმა იარაღი ადგილზე დააგდო, რის შემდეგაც, ორივე თავდამსხმელი მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის დღეს დილით გარდაიცვალა. 

პოლიციის ცნობით, მკვლელობა შეკვეთილი იყო, ის ავთანდილ ჩიხლაძის, მეტსახელად "კვეჟოს" მკვლელობას უკავშირდება, რომელიც 1994 წელს მოსკოვში მელქაძემ მოკლა. 

კომენტარები