ლიტვა

ლიტვა 79 ყოფილ საბჭოთა მოხელესა და ოფიცერზე ძებნას გამოაცხადებს

ვილნიუსი, 1991 წლის იანვარი
AFP

ლიტვის პროკურატურა რუსეთის, უკრაინისა და ბელარუსის 79 მოქალაქეზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადებას აპირებს. მათ ბრალი 1991 წლის იანვარში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღდეგ ძალადობაში ედებათ. მათ შორის არიან საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის, საბჭოთა კავშირის თავდაცვის სამინისტროსა და უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი თანამდებობის პირები და ოფიცრები, რომლებიც ლიტვის ტელეცენტრისა და ტელეანძის შტურმში მონაწილებდნენ.ამის ესახებ ლიტვური გამოცემა Delfi გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობთ იუწყება.

1991 წლის 13 იანვარს საბჭოთა ჯარებმა ლიტვის ტელეცენტრი შტურმით აიღეს, რომელსაც მშვიდობიანი მოქალაქეები იცავდნენ, რის შედეგადაც 14 ადამიანი დაიღუპა. ამავე წლის ივლისში ლიტვისა და ბელარუსის საზღვარზე შვილდი ლიტველი მესაზღვრე მოკლეს. ბრალდებულებს სამუდამო პატიმრობა ემუქრებათ.

პროკურატურის წარმომადგენლის, სიმონას სლაპშინსკასის განცხადებით, საქმის გამოძიებაში ლიტვასთან უკრაინა თანამშრომლობდა, ბელარუსმა და რუსეთმა კი ამისგან თავი შეიკავეს.

პროკურატურის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საქმის გამოძიება დასასრულს უახლოვდება და წელს საქმე სასამართლოს გადაეცემა. სავარაუდოდ, მარტის თვეში ბრალდებულთა დასაკავებლად ევროპული ორდერები გაიცემა, რომლებიც ევროკაშირის ყველა ქვეყანაში იმოქმედებს.

კომენტარები