ანგელა მერკელი

ანგელა მერკელი თხილამურით სრიალისას დაშავდა

dw.de

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი შვეიცარიაში, ერთ-ერთ სამთო კურორტზე თხილამურებით სრიალისას დაშავდა. მიღებული დაზიანებების გამო, მას შემდეგი 3 კვირის განმავლობაში წოლითი რეჟიმი დაენიშნა. მერკელს მენჯის ძვალი აქვს მოტეხილი. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მერკელის პრესსპიკერის ცნობით, გერმანიის კანცლერი შვეიცარიაში საშობაო შვებულებას ატარებდა. მომხდარის გამო, უახლოესი 3 კვირის განმავლობაში დაგეგმილი ყველა საქმიანი შეხვედრა და ვიზიტი გაუქმებულია.

კომენტარები