ანგელა მერკელი

პირველი ტესტის შედეგად მერკელს კორონავირუსი არ დაუდგინდა

ანგელა მერკელი
Axios

გერმანიის მთავრობის პრესსპიკერის, შტეფენ ზაიბერტის თანახმად, გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის პირველი ტესტის შედეგი კორონავირუსზე უარყოფითია.

მომდევნო დღეებში მერკელს კიდევ ერთი ტესტი ჩაუტარდება.

ანგელა მერკელი 22 მარტიდან მოყოლებული სახლში, კარანტინშია. ამის მიზეზი ის გახდა, რომ მერკელს ჰქონდა კონტაქტი ექიმთან, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა.

სწორედ სახლიდან გაუძღვა გერმანიის კანცლერი მთავრობის 23 მარტის სხდომას, სადაც გერმანიისთვის უპრეცედენტო ეკონომიკის მასტიმულირებელი პაკეტი დამტკიცდა.

დღეის მდგომარეობით გერმანიაში ახალი კორონავირუსის 27 289 შეთხვევაა დადსტურებული. აქედან 422 პაციენტი გამოჯანმრთელებულია, 115 კი გარდაცვილილი. გარდაცვლილების თანაფარდობა დაინფიცირებულთა რიცხვთან გერმანიაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია მსოფლიოს მასშტაბით. გასულ დღეებში კი სოციალური დისტანციის უკეთ დასაცავად, ქვეყანაში ზომები კიდევ უფრო გამკაცრდა და აიკრძალა ორზე მეტი ადამიანის თავყრილობა.

კომენტარები