ოთარ ფარცხალაძის საქმე

სესიაშვილი ფარცხალაძის საქმეზე: ახალგაზრდობაში შეცდომა ალბათ ყველას დაგვიშვია

ირაკლი სესიაშვილი
primetimenews.ge

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, "ახალგაზრდობაში, ალბათ ყველას რაღაც შეცდომა დაგვიშვია". სესიაშვილი მიიჩნევს, რომ მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე დღეს სახელმწიფო სამსახურში თავის საქმიანობას თავს კარგად ართმევს.

"ჩემთვის კანონი უზენაესია, ისევე როგორც ხელისუფლებისთვის. ბატონმა ფარცხალაძემ, როგორც ჩანს, ჩაიდინა დანაშაული და მისი დანაშაული გაქარწყლებულია, შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობა არ კრძალავს მის ყოფნას თანამდებობაზე. ახალგაზრდობაში ალბათ, ყველას რაღაც შეცდომა დაგვიშვია, თუმცა ის დღეს სახელმწიფო სამსახურშია და ვფიქრობ, კარგად ართმევს თავის საქმიანობას თავს", - განაცხადა სესიაშვილმა.

შეგახსენებთ, თბილისის მერმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომ საქართველოს მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე გერმანიაში ყაჩაღური ქურდობის ბრალდებით არის ნასამართლევი. ფარცხალაძის განმარტებით, ინციდენტი გერმანიაში ნამდვილად შეემთხვა, თუმცა, მისი თქმით, ეს გაუგებრობა იყო და სასამართლომ პოლიციელთან შელაპარაკების ბრალეულეობა დაუდგინა.

კომენტარები