საქართველოს პრემიერმინისტრი

პრემიერი ნაციონალურ მოძრაობას ოპოზიციად არ აღიქვამს

ირაკლი ღარიბაშვილის Facebook-ის გვერდი.

პრემიერმინისტრ ღარიბაშვილის განცხადებით, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, რომლის საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით ბაქრაძემ ამომრჩეველთა ხმების 21.73%, - ყოველი  მეხუთე ამომრჩევლის ხმა მიიღო, ოპოზიციად არ აღიქვამს.

„მათ უბრალოდ გადაფარეს ძალიან ბევრი პოზიტივი, რომელიც მთავრობას წლის ბოლოს ჰქონდა. მათი ამოცანაა, მოსახლეობას დაუმტკიცონ, რომ რეალურად ჯერ კიდევ არსებობენ პოლიტიკურად. მე მათ ოპოზიციად, რეალურ ოპონენტებად არ აღვიქვამ. ამ ადამიანებს რეალური პერსპექტივა არ აქვთ თუნდაც ხელისუფლებაში მობრუნების და რატომ – ამაზე ძალიან კონკრეტული პასუხები მაქვს", – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები