საქართველოს პრემიერმინისტრი

კვირიკაშვილი: ივანიშვილის დემონიზაციის კამპანია მიდის

ბიძინა ივანიშვილი, რა თქმა უნდა, ქართული ოცნების ძლიერი მხარეა და აქ შეკითხვა არ მაქვს. მისი მხარდაჭერა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ზოგადად, ის აპირებს რომ ჩართული იყოს წინასაარჩევმო კამპანიაში და ეს მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია ჩემი მხრიდან. არ ვიცი, რა ფორმა მიეცემა ამას - რეგიონებში წასვლა იქნება, განცხადება თუ წერილის გამოქვეყნება, მაგრამ მისი მხარდაჭერა აუცილებელია. საერთოდ, ვფიქრობ, შეკითხვა, ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების დადებითი მხარეა თუ არა, არის მიზანმიმართული კამპანიის შედეგი - რაღაც დემონიზაციის კამპანია მიმდინარეობს ამ ადამიანის მიმართ. გავიხსენოთ 2009, 2010, 2011 წლები - რამხელა უიმედობა იყო. ამ ადამიანმა, იმ პრობებში, როცა რეპრესიული მანქანა მოქმედებდა, საკუთარი სიცოცხლე დააყენა რისკის ქვეშ. ამის გარდა უამრავი რაღაც აქვს გაკეთებული. გაკვირვებული ვარ იმ ადამიანების, რომლებიც არ არიან პარტიული სტრუქტურების წარმომადგენლები და არიან ჩვეულებრივი მოქალაქეები. ისინი ივანიშვილის დემონიზაციის კამპანიის მსხვერპლნი ხდებიან. ეს არის უღირსი საქმე და ამ ადამიანის მიმართ უკიდურესი უმადურების გამოხატულება

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იმედის პირდაპირ ეთერში

კომენტარები