საზოგადოებრივი მაუწყებელი

პარლამენტმა მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მხოლოდ სამი კანდიდატი დაამტკიცა

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი

პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სამი კანდიდატი დაამტკიცა, ხოლო სამს მხარი არ დაუჭირა.

პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა უმცირესობის წარდგენილ კანდიდატს ნინია კაკაბაძეს, სახალხო დამცველის კანდიდატს ლელა გაფრინდაშვილს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კანდიდატს გენო გელაძეს. საკანონმდებლო ორგანომ დაამტკიცა უმრავლესობის კანდიდატი ნათელა სახოკია 83 ხმით 3-ის წინააღმდეგ,  უმცირესობის კანდიდატი, ტაბულას ინგლისურენოვანი გამოცემის რედაქტორი ქეთევან მსხილაძე 99 ხმით არცერთის წინააღმდეგ და  სახალხო დამცველის კანდიდატი მარინა მუსხელიშვილი 82 ხმით 17-ის წინააღმდეგ.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობას და უმცირესობას საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის სამ-სამი კანდიდატი უნდა წარედგინათ, თუმცა, ამ ეტაპზე, უმცირესობამ - ორი, უმრავლესობამ კი, ერთი კანდიდატი დაასახელა. ეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა გააკრიტიკეს და უკანონოდ შეაფასეს. მათი განცხადებით, კანდიდატების არდასახელება ეჭვს ბადებს, რომ დეპუტატებს საზოგადოებრივ მაუწყებელზე კონტროლის დამყარება სურთ.

კომენტარები