სწრაფი გადახდის კომპანიები

ქადაგიძე: სწრაფი გადახდის კომპანიებთან დაკავშირებით მკვეთრ პოზიციას დავიჭერთ

www.radiotavisupleba.ge

საქართველოს ეროვნული ბანკი სწრაფი გადახდის კომპანიებთან დაკავშირებულ სადავო საკითხზე მკვეთრ და პრინციპულ პოზიციას დაიჭერს. ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ 2013 წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სწრაფი გადახდის კომპანიებს მობილურმა ოპერატორებმა სუბსიდირება შეუწყვიტეს და 4%-იანი საკომისიოს გადახდა მობილურის შევსებაზე მომხმარებელს უწევს. გამონაკლისი საქართველოს ბანკის სწრაფი გადახდის აპარატებია, რასაც სხვა კომპანიები აპროტესტებენ.

"ჩვენ ჩავერთეთ სწრაფი გადახდის აპარატებთან დაკავშირებულ პროცესში, შევისწავლეთ ის და გვაქვს ჩვენი პოზიციაც. თამაშის ახალი წესები უნდა დამკვიდრდეს სწრაფი გადახდის აპარატებსა და მობილურ ოპერატორებს შორის. არის ბევრის კითხვის ნიშანი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ განხორციელდა ამ თამაშის წესების ცვლილება, მაგრამ მოლაპარაკებების პროცესის მიმდინარეობიდან გამომდინარე, არ მინდა გავაკეთო განცხადება, რომელმაც შეიძლება მის წარმატებით დასრულებას შეუშალოს ხელი", - აღნიშნა გიორგი ქადაგიძემ. 

კომენტარები