მთავარი პროკურატურა

მერიის ადმინისტრაციის უფროსი დაკითხვაზე იმყოფება

საქართველოს პროკურატურა
facebook.com/OfficialPOG

მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსი ლალი კოზმავა იმყოფება. ამის შესახებ ტაბულას თბილისის საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თემურ გრიგალაშვილმა.

მისთვის უცნობის, რას საქმეზე მიმდინარეობს კოზმავას დაკითხვა. მისი განცხადებთ, მერისი მაღალჩინოსნის დაკითხვაზე დაბარება პოლიტიკური ზეწოლისა და  მერიის  პარალიზების მორიგი მცდელობაა. გრიგალაშვილის შეფასებთ, „მიმდინარეობს პოლიტიკური ველის მოსუფთავება ყოვლად ურეიტინგო  ნარმანიასთვის“.  

გრიგალაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ დაკითხვის პარალელურად პროკურატურის ეზოდან საკრებულოს უმრავლესობის ერთი-ერთი წევრის მანქანა გამოვიდა. მის თქმით,  მას არ ესმის, რას აკეთებდა პროკურატურაში საკრებულოს უმრავლესობის  წევრი, რომლის ვინაობას იგი არ ასახელებს.  

პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა თემურ დოლიძემ ტაბულსთან საუბარში დაადასტურა, რომ მერიის ადმინისტრაციის უფროსი უწყებაში დაკითხვაზე „ერთ-ერთ საქმესთან დაკავშირებთ“ მართლაც იმყოფება, თუმცა კონკრეტული საქმეს იგი არ ასახელებს. 

კომენტარები