თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრები მერიის საქმიანობის რამდენიმეთვიანი შესწავლისას აღმოჩენილ დარღვევებზე საუბრობენ. ისინი პროკურატურას სარევიზიო კომისიის დასკვნით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ.
საკრებულოს წევრები დოკუმენტაციის ნაწილს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს უახლოეს მომავალში გაუგზავნიან. კომისიის დასკვნაში მერიის მიერ დახარჯულ არამიზნობრივ თანხებსა და დიდი რაოდენობის პრემიების გაცემაზეა საუბარი.
ბრალდებებს ნაციონალური მოძრაობის თბილისის საკრებულოს წევრები და გიგი უგულავა უარყოფენ.
განიხილავს თუ არა სააპელაციო სასამართლო გიგი უგულავას თანამდებობიდან გადაყენების შესახებ შეტანილ საჩივარს, ჯერ არ არის ცნობილი.




