უგულავას საქმე

EPP-ს ვიცეპრეზიდენტმა უგულავას გადაყენება მკაცრად დაგმო

ევროპის სახალხო პარტიის ვიცეპრეზიდენტმა იასეკ სარიუშ-ვოლსკიმ გიგი უგულავასთვის თბილისის მერის უფლებამოსილების შეჩერება მკაცრად დაგმო და ამ გადაწყვეტილებას უკანონო უწოდა.

„22 დეკემბერს ღამის პირველ საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დალი მეტრეველმა გაუფრთხილებლად, ზეპირი მოსმენის, ადვოკატების   და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, მყარი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე, მიიღო გადაწყვეტილება თბილისის მერის, გიგი უგულავას თანამდებობიდან ჩამოცილების შესახებ. გიგი უგულავა 2010 წელს პირდაპირი წესით იქნა არჩეული არჩევნებზე, რომელიც სართაშორისო დამკვირვებლებმა თავისუფალ და სამართლიანად აღიარეს. იგი 2014 წელს ახალი არჩევნებისთვის ემზადება და ერთადერთი ოპოზიციური ლიდერია ქვეყანაში, რომელსაც მაღალი არჩევითი თანამდებობა უკავია.   სახალხო პარტიის სახელით, მკაცრად ვგმობ  ამ ახალ შეტევას საქართველოს ადგილობრივი დემოკრატიული მმართველობის წინააღდეგ და მოვუწოდებ (საქართველოს ხელისუფლებას) ამ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ გაუქმებისკენ. დემოკრატიულ ქვეყნებში  არჩევითი თანამდებობის პირის შეცვლა მხოლოდ ამომრჩევლებს შეუძლიათ“,  - აცხადებს სარიუშ-ვოლსკი.

სახალხო პარტიის ვიცეპრეზიდენტმა აღნიშნა, რომ  ჯერ კიდევ ამ ფაქტამდე უგულავა ამტკიცებდა, რომ სასამართლოზე ზეწოლა ხორციელდება სახელმწიფო მოხელეთა მხრიდან და ამის დამადასტურებლად ჩვენების მიცემის მზადყოფნა გამოთქვა. სარიუშ-ვოლსკიმ საქართველოს ხელსუფლებას ამ საქმის გამოძიებისკენ მოუწოდა.  

„თავისთავად ცხადია, შერჩევითი სამართლოს ასეთი აქტები ,ისევე, როგორც ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის შემთხვევაში,   ხელს შეუშლის საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაში, ისევე როგორც ეს უკრაინასთან დაკავშირებით  მოხდა“,  - აცხადებს სარიუშ-ვოლსკი.  

 

კომენტარები